2016 წლიდან

თბილისიდან 15 კილომეტრში, საქართველოს უძველეს ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, მდებარეობს სასტუმრო „ჯინო ველნეს მცხეთა“ - საოცარი ხედებით, რომელიც გადაჰყურებს ზედაზნის და ბაგინეთის მთას, სვეტიცხოველს,სამთავროს და ჯვრის მონასტერს.

აქ თითოული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული და გასართობი ღონისძიებებისთვის.

სასტუმროს აქვს ველნეს და სპა ცენტრი, სადაც არის ორი სახეობის საუნა, ჯაკუზი და ღია აუზი. ველნეს მომსახურება შედის ნომრის ღირებულებაში.

ჯინო ველნეს მცხეთაში არის 22 ნომერი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ლოკაციაზე განთავსებულია ბარ-რესტორანი. რესტორნის ტერასიდან თქვენს წინაშე იშლება თვალწარმტაცი ხედები, მცხეთის ღირსშესამიშნაობებზე.

მეოთხე სართულზე შესანიშნავი სივრცეა კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების, მრგვალი მაგიდებისა თუ სხვა ნებისმიერი სახის ბიზნეს შეხვედრისათვის. ჩვენი გამოცდილი და ყურადღებიანი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, მუდამ მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ საორგანიზაციო საკითხში. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმარს შეუძლია ისარგებლოს მანქანის მომსახურეობით, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის თქვენს დასვენებას.

ჩვენი სტანდარტები

1. რაც გინდათ და როცა გინდათ
ჩვენს სასტუმროში რისიფშენი თქვენს განკარგულებაშია 24/7, რაც გაძლევთ დამატებით კომფორტს.
2. მხოლოდ გემრიელი საჭმელი
სიამაყით გთავაზობთ ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო სამზარეულოს. რესტორანი და ბარი საუკეთესო კერძებს და სასმელებს შემოგთავაზებთ.
3. ველნესი და სპა-ცენტრი
ჩვენი სერვისის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ველნესი და სპა ცენტრი. დაისვენეთ და იგრძენით რელაქსაცია მთელი დღის განმავლობაში.
4. მეტი გჭირდებათ?
ჩვენი პერსონალი მაქსიმალურად ეცდება თქვენი სტუმრობა სასიამოვნო გახადოს.სურვილის შემთხვევაში,დამატებით მომსახურებად შეგიძლიათ მოითხოვოთ : დამატებითი საწოლი, თქვენთვის სასურველი მუსიკა რესტორანში,რესტორნის სამუშაო საათებში room service-ით სარგებლობა.