2016 წლიდან

თბილისიდან 15 კილომეტრში, საქართველოს უძველეს ისტორიულ ქალაქ მცხეთაში, მდებარეობს სასტუმრო ჯინო ველნეს მცხეთა - საოცარი ხედებით, რომელიც გადაჰყურებს ზედაზნის მთას, სვეტიცხოველს და ჯვრის მონასტერს.

აქ თითოული სეზონი თავისებურად უნიკალურია. ეს არის იდეალური ადგილი რელაქსაციისთვის, ოჯახთან ერთად დასვენებისთვის, ქორწილებისთვის, ბიზნეს შეხვედრებისთვის, კორპორატიული და გასართობი ღონისძიებებისთვის.

სასტუმროს აქვს ველნეს და სპა ცენტრი, სადაც არის ორი სახეობის საუნა, ჯაკუზი და ღია აუზი. ველნეს მომსახურება შედის ნომრის ღირებულებაში.

ჯინო ველნეს მცხეთაში არის 22 ნომერი, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. განთავსებულია ორი ბარ-რესტორანი. რესტორნის ტერასიდან თქვენს წინაშე იშლება თვალწარმტაცი ხედები, მცხეთის ღირსშესამიშნაობებზე.

მეოთხე სართულზე შესანიშნავი სივრცეა კონფერენციების, სემინარების, ვორქშოფების, მრგვალი მაგიდებისა თუ სხვა ნებისმიერი სახის ბიზნეს შეხვედრისათვის. ჩვენი გამოცდილი და ყურადღებიანი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, მუდამ მზადაა დაგეხმაროთ ნებისმიერ საორგანიზაციო საკითხში. საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით.

მოთხოვნის შემთხვევაში, სტუმარს შეუძლია ისარგებლოს მანქანის მომსახურეობით, რაც კიდევ უფრო სრულყოფილს გახდის თქვენს დასვენებას.

22ოთახი
32პერსონალი
2ბარი
2აუზი და სპა

ჩვენი სტანდარტები

1. რაც გინდათ და როცა გინდათ
ჩვენს სასტუმროში რისიფშენი თქვენს განკარგულებაშია 24/7, რაც გაძლევთ კომფორტს შეუკვეთოთ საჭმელი ან კინოთეატრის ბილეთი ნებისმიერ დროს.
2. მხოლოდ გემრიელი საჭმელი
სიამაყით გთავაზობთ ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო სამზარეულოს. 2 რესტორანი/ბარი საუკეთესო კერძებს შემოგთავაზებთ.
3. ველნესი და სპა-ცენტრი
ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი სერვისებიდან ველნესის და სპა ცენტრია. დაისვენეთ ჩვენს ჯაკუზიში და საუნაში და იგრძენით რელაქსაცია მთელი დღის განმავლობაში.
4. მეტი გჭირდებათ?
ჩვენი პერსონალი მაქსიმალურად ეცდება თქვენი სტუმრობა სასიამოვნო გახადოს. შეგიძლიათ მოითხოვოთ ნებისმიერი რამ: დამატებითი საწოლი, თქვენთვის სასურველი მუსიკა რესტორანში და ა.შ.